logo_geo
გრივერ ფარულავა გარდაცვლილა, ძალიან დამწყდა გული
- +

11 აგვისტო. 2020. 14:57

 

 

„დღეს კი გარდაცვლილა, ძალიან, ძალიან დამწყდა გული. ნათელში იყოს მისი სული“, - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ინგა ჩახვაშვილი, გრივერ ფარულავას შესახებ წერს.

 

„უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლისას რაღაც ახირებული რეგულაცია დააწესეს, პალტოთი არ გვიშვებდნენ. პირველი კორპუსის გვერდით შესასვლელში მოწყობილ გასახდელებში ვტოვებდით პალტოს და ისე ავდიოდით აუდიტორიებში.

 

ბატონი გრივერის ლექცია გვაქვს, გასუსულები ვუსმენთ, სხვაგვარად არც შეიძლებოდა  მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დიქციით საინტერესო ლექციის მოსმენა. უცებ იღება აუდიტორიის კარი და დიდი ზომის დობერმანის  ჯიშის ძაღლი შემოვიდა აუდიტორიაში, კარიდან კი ახალგაზრდა, სიმპატიურმა ბიჭმა შემოიხედა და აუდიტორია მოათვალიერა, აშკარად ვიღაცას ეძებდა.

 

- დატოვეთ სასწრაფოდ აუდიტორია -მოსხეპით წარმოთქვა ბარონმა გრივერმა, დაუპატიჟებელი სტუმრის გასვლის შემდეგ კი დაილაპარაკა - მე პალტოთი არ მიშვებენ შენობაში, ვიღაცეები მხეცებს დაასეირნებენ - და ზუსტად იმ ფრაზიდან განაგრძო ლექცია, სადაც შეწყვიტა...

 

მას შემდეგ სტუდენტობის ძვირფასი წლების გახსენებისას, სწორედ ასე ცოცხლდებოდა ჩემს ფიქრებში ბატონი გრივერის სახე - მკაცრი, თუმცა სტუდენტებთან კოლეგიალური ურთიერთობის უნარით.

 

ისეთი ხელისუფლება გვყავდა,  პალტოს გარეშე კი არა, გრივერ ფარულავას დარი პედაგოგები საერთოდაც რომ არ შეუშვეს უნივერსიტეტის შენობაში, ჩარეცხეს და შეურაცხყოფილები დატოვეს. მე მგონი, მაშინ მოკვდა გრივერ ფარულავა.

 

დღეს კი გარდაცვლილა, ძალიან, ძალიან დამწყდა გული. ნათელში იყოს მისი სული“,- წერს ინგა ჩახვაშვილი.

 

 

big_banner
არქივი