logo_geo
მაია კახიძე: კიდევ კარგი, ბოლო რომ კეთილია
- +

11 აგვისტო. 2020. 16:32

 

 

“ლელა ვეფხვაძეს ფონდმა „ქართუმ“ ბინა უყიდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“ლელა ვეფხვაძეს ფონდმა „ქართუმ“ ბინა უყიდა.

 

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის, 9 აპრილის მონაწილე, რომელიც რუსულ ტანკებს ცოცხალი შემთხვევით გადაურჩა, მთელი ცხოვრება საკუთარ ჭერზე ოცნებობდა. დაიქანცა უბინაობით, მეტროში სიმღერით, დიდი ოჯახიც ხომ მისი საზრუნავია და აი, როგორც იქნა, მალე საკუთარ ჭერში ბედნიერი იცხოვრებს, მაგრამ ისევ გააგრძელებს სიმღერას თბილისის მეტროში და ქუჩებში, სადაც მოისურვებს, იმიტომ, რომ სიმღერით ირჩენს თავს. თან, ძალიან უყვარს სიმღერა და სამშობლო.

 

„წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწიაო...“ - არ მალავს ემოციას ლელა ვეფხავაძე.

 

ჰოდა, ვულოცავ, მართლაც დაღლილ ლელას, ამიერიდან საკუთარ ჭერქვეშ გაუთენდება ყოველი დილა.

 

ან აქამდეც როგორ ვერ მოუგვარდა უსინათლოთა ოჯახს ჭერი მშობლიურ ქალაქში?!

 

მოკლედ, კიდევ კარგი, ბოლო რომ კეთილია“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი