logo_geo
თეიმურაზ შაშიაშვილი: ვერაფერს დავამატებ დიდი ანას ნათქვამს!
- +

11 აგვისტო. 2020. 18:32

 

 

 

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი  თეიმურაზ შაშიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეს ულოცავს.

 

„დღეს ანზორ ერქომაიშვილი 80-ის გახდა...

 

ვერაფერს დავამატებ დიდი ანას ნათქვამს!

ათი პატიოსანი (ანა კალანდაძე)

„წუხელ არ დამეძინა დიდხანს და შევადგინე 10 პატიოსანი კაცის სია - ჩემს გულში: 1) კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2) მამა კონსტანტინე (გიორგაძე), 3) მეუფე თადეოზი (?), 4) ანზორ ერქომაიშვილი. 5) გივი შაჰნაზარი,  6) ზინა კვერენჩხილაძე, 7) მერი დავითაშვილი(კომპოზიტორი),   8) ბაჩანა ბრეგვაძე,  9) გურამ დოჩანაშვილი და 10) ...“

 

ეს ამონარიდი ანა კალანდაძის დღიურიდანაა. ათი პატიოსნიდან მხოლოდ ცხრაა დასახელებული, მაგრამ ანა რისი ანა იყო, სადმე წერტილი დაესვა - უსასრულო იყო ანა! ჰოდა, შენც რამდენად უსასრულო უნდა იყო, ამ ათ პატიოსანში, ვიღაცამ კი არა, ანა კალანდაძემ, კათოლიკოს-პატრიარქისა და სასულიერო პირების მერე, საერო კაცად რომ დაგასახელოს.

 

ასეთი უსასრულო კაცია დღევანდელი იუბილარი - ანზორ ერქომაიშვილი. გილოცავ, მოამაგე ადამიანო, დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებ. მადლობასაც გეტყოდი გაწეული ღვაწლის გამო, მაგრამ რომელი ერთზე? ამიტომ თავს არ შეგაწყენ და მოკლედ გეტყვი:

 

უსასრულოდ მინდა იყო, ჩემო ანზორ ბატონო!

 

ეს ფოტო მთაწმინდაზეა გადაღებული: ანზორ ერქომაიშვილი ანა კალანდაძეს დაბადების დღეს იებით ულოცავს. 15.12. 2015“, - წერს თეიმურაზ შაშიაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი