logo_geo
დაჩი ცაგურია ელენე ხოშტარიას: ყოჩაღ! ნამდვილი მეგობრის ტიტული გეკუთვნის!
- +

24 ნოემბერი. 2016. 23:29

 

 

„საქართველის რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ სანდრო გირგვლიანის დედასთან ირინა ენუქიძესთან ერთად საპროტესტო აქციაზე დადიოდა სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და „ნაცმოძრაობის" გარე სპიკერად მოგვევლინა, მისი ფუნქცია ნაცმოძმის რეცხვა და წმენდა იყო. არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ ამოსულა მისი „ექსპერტული პირიდან", მხოლოდ ქება მიშასი და „ნაცების"! ყოჩაღ! ნამდვილი მეგობრის და პარტიის საუკეთესო მრეცხავის ტიტული გეკუთვნის ლьяკა",- წერს ცაგურია.

 

შეგახსენებთ რომ, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობიდან" ელენე ხოშტარიას პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა და განაცხადა, რომ ხოშტარიამ ირინა ენუქიძის ხსოვნას უღალატა და ოთარ კახიძის გვერდით მოკალათდა. „გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი ზიხართ იქ სადაც ზიხარ",-განაცხადა წულუკიანმა.













 

big_banner
არქივი