logo_geo
ბესო დანელია: ბიჭი შეტრიალდა, „ამჯერად გაიმარჯვეთ“...
- +

13 აგვისტო. 2020. 11:17

 

 

„ერთიანი საქართველოს“ წევრი ბესო დანელია ჰიროსიმა-ნაგასაკის ატომური დაბომბვის 75 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაბომბვის მსხვერპლი ბიჭის ფოტოს და მის ისტორიას აქვეყნებს.

 

„ფოტო გადაღებულია იაპონიის ქალაქების ატომური დაბომბვის და კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის ფოტოგრაფის და თარჯიმნის ჯო ო’დონელის მიერ! მისი მოგონებიდან: პატარა, ფეხებდამწვარი იაპონელი ბიჭი მივიდა ატომური დაბომბვის მსხვერპლთა კრემაციის ადგილას და ჩადგა რიგში. მას ზურგზე მოკიდებული ჰქონდა უფრო პატარა ბავშვის გვამი, უფროსებმა შესთავაზეს მას, რომ პატარას გვამი მოეხსნა და მათთვის გადაეცა, სანამ კრემაციის რიგი მოუწევდა. მაგრამ მან უარი განაცხადა: „ჩემთვის ის მძიმე არ არის... ის ჩემი პატარა ძმაა!“ როდესაც კრემაციის რიგმა მოუწია მან თავისი უმცროსი ძმის პატარა გვამი მდუმარედ გადააწოდა კრემაციის ჯგუფს. იგი მხრებში გამართული, გაუნძრევლად იდგა და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა ცეცხლის ალს, რომელიც მისი პატარა ძმის ცხედარს წვავდა, მხოლოდ ტუჩები ჰქონდა მაგრად მოკუმული, არც ერთი წვეთი ცრემლი, არანაირი რეაქცია. ბიჭი დაელოდა კრემაციის დასასრულს, ცეცხლი ნელ-ნელა ქრებოდა, კრემაცია დასრულდა, ბიჭი შეტრიალდა, „ა მ ჯ ე რ ა დ გაიმარჯვეთ“, უთხრა ამერიკელს და მხრებში გაშლილი წავიდა!...“ - წერს ბესო დანელია.

 

 

big_banner
არქივი