logo_geo
ნათია პაპიძე: დღეს ანიტა 3 წლის გახდებოდა
- +

14 აგვისტო. 2020. 02:02

 

 

 

პატარა ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა დღეს 3 წლის გახდებოდა.

 

ჯგუფში „ანიტას ფონდის“ ადმინი აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ სწორედ დღეს ანიტას ფონდი იწყებს ფუნქციონირებას.

 

„დღეს 14 აგვისტოა. ანიტას დაბადების დღე. სამი წლის წინ შემოფრთხიალდა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი პატარა გოგო. შემოფრთხიალდა დაგეგმილზე მთელი ერთი თვით ადრე. თითქოს, ეჩქარებოდა მოსვლა და თავისი დიდებული „სამუშაოს შესრულება“ : ესწავლებინა და გულში ფესვებგადგმული დაეტოვებინა ჩვენში სიკეთე და სიყვარული.

 

დღეს მისი დაბადების დღეა. დღეს აიდგამს ფეხს მისი სახელობის ფონდიც.

 

ვულოცავთ ჩვენ თავებს.

 

ვულოცავთ ყველას, ვის ცხოვრებაშიც წვლილს შეიტანს „ანიტას ფონდი“.

 

ვულოცავთ მათ, ვინც სიკეთისკენ მიმავალ ამ გზაზე გამოგვყვება და გაგვაძლიერებს.

 

ჩვენ თქვენ შემოძახილს გამოვყევით, ჩვენო ადამიანებო, თქვენგან გამოვლენილ ნდობას და სითბოს მივენდეთ ჩვენის მხრივ.

 

ვიცით, ბოლომდე ვივლით ერთმანეთის მხარდამხარ ანიტას სახელით.

 

P.S ფონდის მუშაობის სპეციფიკასთან და ბენეფიციარების აყვანის პროცედურებთან დაკავშირებით აუცილებლად მოგახსენებთ მოგვიანებით“, – წერს ნათია პაპიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

 

 

 

ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი