logo_geo
მამა პეტრე: თაობა ამოწყდა, ახალგზარდა, საინტერესო თაობა...
- +

19 აგვისტო. 2020. 00:56

 

 

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში, „ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდების გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

"ამდენი თვითმკვლელობა დამთრგუნველი და დამაფიქრებელია.

 

ეტყობა, ერთმანეთის მეგობრობას ხელს რაღაც ძალიან დიდი უშლის. ან ბოლომდე გახსნილები არ ვართ, ან უბრალოდ, მიდგომა, ,,რა აზრი აქვს, რომ გავიხსნა”?!

 

თაობა ამოწყდა. ახალგზარდა, საინტერესო თაობა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თვითმკვლელობა არასდროსაა არც გამოსავალი, არც პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.

 

ეს რწმენის სინაკლებე, ღმერთთან განშორების და ამის გამო გამოწვეული დეპრესიის ბრალია.

 

არასდროს გაექცე საკუთარ თავს... არასდროს დამალო შენი ნამდვილი ბუნება. შენი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. არ გაქვს უფლება, ღმერთის ხელში არსებული სიცოცხლე უღმერთობას გადასცე", - წერს მამა პეტრე.

 

 

big_banner
არქივი