logo_geo
„მე და შენ სამყარო ერთი გვაქვს, უბრალოდ შენ ზევით ხარ მე კი მიწაზე“ - გიორგი შაქარაშვილის მეგობრის ემოციური პოსტი
- +

19 აგვისტო. 2020. 03:06

 

 

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი ერთ-ერთი მეგობარი.

 

ბექა ფილფანი წერს, რომ მისთვის „შაქარა“ ცოცხალია და ისინი სხვადასხვა განზომილებაში აგრძელებენ სიცოცხლეს.

 

“მე და შენ სხვა გზებით გავაგრძელეთ სიცოცხლე !

 

მე და შენ სამყარო ერთი გვაქვს, უბრალოდ, შენ ზევით ხარ მე კი მიწაზე.

 

უცნაურია მარა ახლაც, რომ გესაუბრები,  ერთ რამეს ზუსტად ვაცნობიერებ, რომ შენ ჩემთვის ახლაც ცოცხალი ხარ !

 

სიტყვით რთულია გადმოვცე ტკივილი !

 

სიტყვით რთულია იგრძნო ემოცია და შეძლო ბუნების სამყაროს შეცნობა !

 

რთულია ეძებო იმ სამყაროში ხსნა, სადაც მხოლოდ დაუსრულებელი მოლოდინია.

 

და ბოლოს გეტყვი რომ ხარ სამყარო, რომელიც მაცოცხლებს !” - წერს ბექა ფილფანი.

 

 

big_banner
არქივი