logo_geo
ანი შაქარაშვილი: მეეჭვება დიდხანს გეყოთ გამძლეობა!
- +

19 აგვისტო. 2020. 20:05

 

 

გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის განცხადებებს უდანაშაულობის თაობაზე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება”, ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება, დიდხანს გაგრძელდეს!

 

შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ, თუმცა რა შემიძლია გითხრათ ის რაც ისედაც არ იცი“, – ამბობს შაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.

 

ამ დროისთვის ძალოვან უწყებასთან ბრალდებულის მამა და ბებია იმყოფებიან. პროტესტის ნიშნად შიმშილობა თავად ბრალდებულმა, ზ.ხ-მაც დაიწყო.

 

ბრალდებული და მისი ოჯახი საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ მედიასთან საქმის მასალებზე საუბრის უფლება მიეცეთ. ოჯახი ითხოვს, რომ ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.

 

 

 

big_banner
არქივი