logo_geo
რუსუდან შარაძე: გრივერ ფარულავა ცოცხალი ლეგენდა იყო, ახლა უკვე მარადიულ ლეგენდებს შეუერთდა...
- +

20 აგვისტო. 2020. 12:23

 

 

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე აწ გარდაცვლილ პროფესორ გრივერ ფარულავაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ასე უხმოდ არ უნდა წასულიყო, მთელ ქვეყანას უნდა გაეცილებინა. აქამდე მეც ვერაფერი დავწერე. ნეკროლოგების წერა არ გამომდის. როცა მომაწვება, მაშინ ვწერ, განსაკუთრებით იმათზე, ვინც ძალიან მიყვარს.

 

გრივერ ფარულავა ცოცხალი ლეგენდა იყო, ახლა უკვე მარადიულ ლეგენდებს შეუერთდა, ისევე ჩუმად და ფეხაკრეფით, როგორც იცხოვრა. თუმცა, ამ სიფრიფანა კაციდან გოლიათის ძალა და ცოდნა იღვრებოდა. ჩემს წარმოდგენაში, წმინდანს ჰგავდა და წყაროს წყალივით სუფთაა კიდეც მთელი მისი პიროვნება და ბიოგრაფია. ჩემი მშობლების კურსელი და ახალგაზრდობის მეგობარი იყო, მის თვალწინ გავიზარდე, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული კრძალვა მქონდა, მოწიწება...  ეს ბუმბერაზი კაცი, მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, გვერდში მედგა, მამხნევებდა, ძალას მაძლევდა... ახლაც ვწითლდები... მიყვარს უზომოდ“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი