logo_geo
დიმიტრი ჯაიანს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა
- +

20 აგვისტო. 2020. 12:32

 

 

დღეს მსახიობ დიმიტრი ჯაიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. მას სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი იხსენებს.

 

არდავიწყება

 

დღეს, 20 აგვისტოს, დიმიტრი (დიმა) ჯაიანის იუბილე აღინიშნება. გამოჩენილი ქართველი მსახიობი 70 წლის გახდა. სამწუხაროდ, მან სამიოდე წლის წინათ მარადისობაში დაიდო ბინა. განუხორციელებელი დარჩა მრავალი ოცნება, პროექტი, როლი…

 

დიმა ჯაიანი

(1950-2017)

 

ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფო „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი.

 

დაიბადა სენაკში. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად.

 

გარდაიცვალა 2017 წლის 9 დეკემბერს, ონკოლოგიური დაავადების შედეგად. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი