logo_geo
ჯაბა ხუბუა: მთავარი ბოდიში მოსახდელი გაქვთ, ბატონო ლევან!
- +

21 აგვისტო. 2020. 00:23

 

 

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ლევან ვასაძეს ბოდიში მოახდევინა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯაბა წერს.

 

“მთავარი ბოდიში ჯერ კიდევ მოსახდელი გაქვთ, ბატონო ლევან ვასაძე!

 

ლევან ვასაძე ბოდიშს იხდის და შენდობას ითხოვს ჩემს შესახებ მის წინა მიმართვაში გაკეთებული განცხადების გამო. ( იხ. დართული ვიდეო.)

 

კი ბატონო, მივესალმები, ბოდიშის მოხდა ღირსეული საქციელია, ოღონდ ბოდიში სრული და გულწრფელი უნდა იყოს.

 

ბატონ ვასაძეს ჩემთვის ბოდიში მარტო იმის გამო კი არა აქვს მოსახდელი, რომ ჩემს კოლეგაში ავერიე და ტყუილად მომაწერა რაღაცები.

 

მთავარი ბოდიში მან იმის გამო უნდა მოიხადოს, რომ ვიღაცების ბინძური ენებით მიტანილი ჭორი და უბადრუკი სიცრუე გაიმეორა, თითქოს, ერთ დროს ერთი გახმაურებული ინტერვიუ ბადრი ბიწაძესთან ,,უანგაროდ” არ ჩამიწერია.

 

ესაა მთავარი საბოდიშო, ბატონო ლევან და იმედს ვიტოვებ, ღირსება ამისთვისაც გეყოფათ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებ, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე ბოდიშის მოხდა ,,ქვეშიდან გამოძრომის” მცდელობად ჩაგითვალოთ და პასუხიც შესაბამისი გაგცეთ“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

big_banner
არქივი