logo_geo
თეიმურაზ ქორიძე: ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, მოახერხა „პატრიოტთა ალიანსმა“
- +

22 აგვისტო. 2020. 02:56

 

 

 

„არ ვიცი, ვის შეხვდნენ და რა ილაპარაკეს, მაგრამ თავად ფაქტია ძალიან შთამბეჭდავი - ის, რაც იმ დაწყევლილი ომის შემდეგ ვერ მოახერხა და ვერც გაბედა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, გაბედა და მოახერხა კიდეც „პატრიოტთა ალიანსმა“! - ამის შესახებ ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ირმა ინაშვილი და დავით თარხან- მოურავი აფხაზეთს სტუმრობდნენო!

 

არ ვიცი, ვის შეხვდნენ და რა ილაპარაკეს, მაგრამ თავად ფაქტია ძალიან შთამბეჭდავი - ის, რაც იმ დაწყევლილი ომის შემდეგ ვერ მოახერხა და ვერც გაბედა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, გაბედა და მოახერხა კიდეც „პატრიოტთა ალიანსმა“!

 

ახლა ნახეთ, რა ლანძღვა-გინების კორიანტელს დააყენებენ გვარამიას მასტის ბოკერია-სააკაშვილზე უიმედოდ შეყვარებული „პატრიოტები“, აი, ისინი, კრემლის შეშინება თავიანთი ბინძური უკანალების მიშვერით რომ უნდათ“, - წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

 

 

big_banner
არქივი