logo_geo
თედო ისაკაძე: მაგრად დაგიტირებო, მპირდებოდა „თმაპრუჟინა“
- +

27 აგვისტო. 2020. 02:56

 

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს შატილში დაღუპული დედა-შვილის მაია მამუჩაშვილისა და მისი ქალიშვილის ნუცა ყანადაშვილის შესახებ აქვეყნებს.

 

დეპუტატი წერს, რომ 31 წლის მომხიბლელ, ხუჭუჭა ნუცას „​თმაპრუჟინას” ეძახდა…

 

„თმაპრუჟინა” ასე ვეძახდი. ხვეულ თმაზე რამეს რომ დაადებდი ზამბარასავით ისროდა შორს. ორივე ვხალისობდით ამაზე.

 

ამ სიმაღლეზე რომ ვარებოდა რა გაიფიქრა ნეტავ, როგორ შეეშინდა ალბათ. თან შვილი გვერდით.

 

მაგრად დაგიტირებო, მპირდებოდა. პირიქით როგორ ვიფიქრებდი! მაპატიეთ თუ ემოციებით შეგაწუხეთ!” – წერს თედო ისაკაძე.

 

შეგახსენებთ, შატილის ტრაგედიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი დედა-შვილი მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი ნუცა ყანადაშვილი იყვნენ.

 

 

big_banner
არქივი