logo_geo
გრინ ბრეტი: იმ შვილების დედა ვატირე, მშობლებს რომ ჩამოწერილი საქონელივით ჩააბარებენ!
- +

28 აგვისტო. 2020. 00:04

 

 

ჟურნალისტი გრინ ბრეტი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

“აგერ ჩემი ძვირფასი მეგობარი წერს, სხვისი საპატრონო თუ შევიქნები, მინდა ჩემმა შვილებმა სადმე ჩამაბარონ, რომ ზედმეტ ტვირთად არ დავაწვე და გზაკვალი არ აერიოთო…

 

ხო, – წერს ერთია და სრულიად ჩვენი საერთო „საფრენდეთი“ რომ ეთანხმება, – მეორე…

 

თქვენ რა, ყველანი გაგიჟდით?! მამაჩემს ლამის საფლავში ჩავყევი და დედაჩემს პირში სულს ვუბერავ!!!

 

ბევრ რამეში შემეშალა ამის გამო ხელი, მაგრამ წამითაც არ მინანია. ადამიანი ხომ უპირველესად იმით იზომება, თუ თავად რას იტვირთებს ცხოვრებაში!

 

და იმ შვილების დალაგებული გზის დედავატირე, მშობლებს რომ ჩამოწერილი საქონელივით ჩააბარებენ და ისე გაიკვალავენ.

 

მე არ მინდა ეგეთი გაკვალული გზა! არ მინდა ასეთი შვილი ვიყო და ასეთი შვილები მყავდეს! ვისაც უნდა, მშვიდობაში მოიხმაროს, ოღონდ გოდორი არ დაავიწყდეთ, გოდორი! – მათ შვილებს დასჭირდებათ და რო არ ეძებონ მერე!

 

…ჰე, დამეთანხმეთ ახლა მეც, როგორც გჩვევიათ ისეთებს, ყველას ყველაფერში რომ ეთანხმებით ხოლმე!

 

ნუ გადაგრიათ ამ ძაან ევროპა-ამერიკამ რა თქვენ შემოგევლეთ, დაწყნარდით – დაწეულები და გასწრებულები ვართ უკვე ყველანაირ სიმახინჯესა და უკეთურებაში “, - წერს გრინ ბარეტი.

 

 

big_banner
არქივი