logo_geo
ერკეთის მონასტრის დედები: გოგა ჩანადირი ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
- +

28 აგვისტო. 2020. 21:55

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ერკეთის დედათა მონასტრის დედაოების ფოტოს ავრცელებს.

 

„ერკეთის მონასტრის დედები.

 

მარცხნიდან მე-7 დედა მარიამია, რომლის ძალისხმევას უკავშირდება მონასტრის აღორძინება“, – წერს გოგა ჩანადირი.

 

IX საუკუნის ერკეთის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით მდებარეობს. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე.

 

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

 

 

big_banner
არქივი