logo_geo
ირმა ინაშვილი: მდინარაძე თვითონაა „ფეიკი...“
- +

29 აგვისტო. 2020. 22:10

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში,  იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მათი პარტიის ბანერთან დაკავშირებით გაკეთდა. ბანერზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.

 

„დღეს ბანერის თემას მდინარაძე, კობახიძე და კობახიძის მრჩეველი - შარმანაშვილი გამოეხმაურნენ. „ფეიკი“ მეგონაო, - მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური „ფეიკი“. კობახიძე „შმატრიოტებზე“, რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდ ხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც „ფეიკი“ მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია.

 

P.S. ისე, "ქართული ოცნების" აჭარის კანდიდატების პრეზენტაცია წეღან თურქული გემის ფონზე რომ მიმდინარეობდა, ეს, ერთობ ეხმიანება „ოცნების“ ლიდერების პათოსს“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი