logo_geo
ნინო ახობაძე: შვილმკვდარ დედას არა აქვს ყველაფრის უფლება!
- +

30 აგვისტო. 2020. 22:48

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე, თეონა თამაზაშვილის შესახებ წერს:

 

„მოკლედ ასე ერთმა კარგმა ადამიანმა სწორი შენიშვნა მომცა და ავიღე ის პოსტი; მეორე გამიბრაზდა. უმძიმესი თემაა-შვილმკვდარი დედა და სწორია: არ უნდა შეეხო, უნდა მოთოკო შენი ემოციები, კი ბატონო.

 

ეხლა თავი უნდა ვიმართლო, ასე მომინდა და ამიტომ დავწერ იმას რასაც ვფიქრობ:

 

მართალია! არ უნდა შეეხო, ეს მისი უბედურებაა და რაც არ უნდა "ვიზიარებ" ვწეროთ, მაინც ვერ გავიგებთ, ვერ გვეტკინება ისე, როგორც მას სტკივა.

 

ოღონდ არ და ვერ შევეხები, როდესაც ეს ადამიანი ზის თავისთვის სახლში, მის ბინაში, ან მეგობრების წრეში, ან შვილის სასაფლაოზე, ან სადმე,  მოკლედ, სადაც არ არის საჯარო სივრცე. სადაც ის მარტოა ან ახლობლებთან ერთადაა თავის მწუხარებასთან ერთად.

 

მაგრამ, როდესაც შვილმკვდარი დედა 24 საათი ზის ტელევიზორში, ან პოსტავს ფეისბუკზე, ანუ თავის სათქმელს ამბობს საჯაროდ, მაშინ დამიტოვეთ მეც უფლება-ჩემი აზრი ვთქვა ხოლმე, რაც არ უნდა არ მოგეწონოთ ის თქვენ.

 

შვილის სიკვდილი-ეს ის ჯვარია, რომლის ტარებასაც მე ვერასოდეს გავიგებ და მივხვდები, საერთოდ არ მყავს შვილი.

 

რაღაც ინსტიქტის დონეზე ვხვდები, ალბათ, რამხელა ტკივილია და მტკივა, წარმოდგენაც არ შემიძლია რას გრძნობს ასეთ დროს დედა, ალბათ დედამიწის ყველა ტკივილი რომ შეაერთო, გააერთიანო და ერთ ადამიანს მიუსაჯო, ეგ არის..

 

ტკივილი, სიმწარე, მონატრება, უსუსურობა, შეუძლებლის ნატვრა-ალბათ ეს ყველაფერია ერთად ასეთი დედის გულში, არ ვიცი...

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ როგორ უნდათ, კიდევ ერთხელ დაინახონ, ჩაიხუტონ, ის მტკივანი ადგილები დაუკოცნონ, რომელიც სიკვდილის წინ ეტკინა შვილს, არ ვიცი არა....

 

დედაშვილობა ხომ ყველაზე აუხსნელი და ყველაზე საოცარი ფენომენია, დედა ხომ მყავს და ეს ხომ მაინც ვიცი.

 

ჰოდა, როდესაც შენ გამოდიხარ და საჯაროდ ხან ერთ ადმიანს სდებ ბრალს შენი შვილის სიკვდილში, ხან მეორეს, ხან მესამეს...

 

აანონსებ აქციებს, იმუქრები, ილანძღები, ცრემლი არ გივარდება არასოდეს, არც ერთხელ და მე ამ ყველაფერს ტელევიზიით მაყურებინებ, მაშინ ნურავის გიკვირთ, რომ ადამიანს თანაგრძნობის ნაცვლად რაღაცა აგრესიის მაგვარი უჩნდება.

 

ან როდის აქეთ იცავს შვილმკვდარ დედას იმუნიტეტი? რატომა ხელშეუხებელი?

 

რატომ აქვს ამქვეყნად ყველაფრის უფლება?

 

იმ დეას დედაც ხომ დედაა და როგორია, როცა შენს შვილს ლამის მკვლელობაში ადანაშაულებს სხვისი დედა, უაზროდ და უსაფუძვლოდ?

 

როცა შენ, შვილმკვდარი დედა, სხვის შვილებს წყევლი საჯაროდ! რატომ გაქვს ამის უფლება?

 

როდესაც შენ, შვილმკვდარი დედა, შენს საკუთარ მოხუც დეიდას საჯაროდ იუდას ეძახი-ვინ მოგცა ამის უფლება?

 

თუ მხოლოდ ჩვენ ვართ ვალდებულნი რომ პატივი ვცეთ მის მწუხარებას?

 

 წამშალეთ, დამბლოკეთ, რაც გინდა ქენით, ბოროტად ჩამთვალეთ, მაგრამ-სადაა მწუხარებაა?

 

ეს არ არის არეული, არაადექვატური ჭირისუფალის საქციელი.

 

ეს რაღაც სხვაა...

 

და ბოლოს:

 

შვილმკვდარ დედას არა აქვს ყველაფრის უფლება! პირველ რიგში კი იმის, რომ მან საჯაროდ წეროს: "შენს შვილს დაემართოს იგივე"!

 

და ამას უწერს მათ, ვისაც უბრალოდ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.

 

ასე რომ, ჩემო კარგებო, ყველაფერი გვესმის, აფექტიც გვესმის, შოკიც, პირველი ემოციაც, მეორეც, მესამეც... გვეცოდება ადამიანი, მაგრამ, როდესაც დრო გადის და შენ იმის თავი გაქვს რომ გრიმ დადებული იჯდე სტუდიაში, მე ნუღარ მთხოვთ რაა, რომ ვიყო მოზომილი.

 

ამასწინათ ერთ სტატუსზე ქალმა დამიწერა-რატომ გიკვირს როცა საჯაროდ წერ პოსტს, თუ შენს მეგობარს გიჟს დაუძახებენო.

 

და მაშინ კი შევეკამათე, მაგრამ მართალი იყო ის ქალი.

 

როცა საჯაროდ გამოგაქვს შენი ტკივილი, შენი ემოცია, ელოდე ყველანაირს..

 

ამიტომ, მე კი ნუ მიწერთ ხოლმე აქ ამ ქალზე, რომ უღირსად ვიქცევი, მას მისწერეთ, ის დაარიგეთ - ადამიანურად, მეგობრულად.

 

მაგრამ, ზუსტად იცით, რომ რაც არ უნდა კარგი გულით მისწეროთ ქ-ნ თეონას, თუ თქვენი პოზიცია არ ემთხვევა მისას, უბრალოდ ერთ ადგილას გაგიშვებთ. ამაშია საქმე. მადლობა რომ წაიკითხეთ.

 

მე მიყვარს ჩემი შვილმკვდარი გოგოები და ბიჭები.  და არა მხოლოდ ჩემი...

 

კარგია თუ გამიგეთ რაც დავწერე“, - წერს ნინო ახობაძე.

 

 

big_banner
არქივი