logo_geo
გიორგი უძილაური: თუ დაკვეთაა ჯარი და არა ქარვასლა, მაშინ ქარვასლა დასახურია და დასაწყებია ჯარის შექმნა
- +

26 მარტი. 2017. 03:53



„ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი. ფეხბურთი არის ბიზნესიც და არის პოლიტიკაც", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვნელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:


„საქართველოსთვის ფეხბურთი იყო პოლიტიკა, საბჭოთა იმპერიაში ქართული თვითმყოფადობის დამკვიდრების საშუალება, „დინამო" იყო ქართული იარაღი, ქართული ჯარი და ეროვნული სიამაყე. დღეს ჯარი გადაქცეულია ქარვასლად, რომელშიც ფეხბურთელები ვიტრინაში გამოფენილი მანეკენებივით იყიდებიან სხვადასხვა კლუბებზე და დრო აღარ რჩება არც „დინამოსთვის", არც ნაკრებისთვის. რჩება მხოლოდ გულგატეხილი ქართველი გულშემატკივარი და გამარჯვებებს (თუნდაც საფეხბურთო ფრონტზე) დანატრებული საქართველო.

 

გამოსავალი? ფეხბურთის ექსპერტობისგან ძალიან შორს ვარ, არ ვიცი. თუმცა, მცოდნე ექსპერტებისგან ფეხბურთი 30 წელია ვერ გამოსწორდა. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა ექპერტებისგან ვერ მოხდება. ჯერ გასარკვევია, რა არის ქართველი გულშემატკივრის/მოქალაქეების დაკვეთა. თუ დაკვეთაა ჯარი და არა ქარვასლა, მაშინ ქარვასლა დასახურია და დასაწყებია ჯარის შექმნა, დასაწყებია უბნის მოედნებიდან, ბავშვებიდან და სკოლებიდან", - წერს გიორგი უძილაური.


 

big_banner
არქივი