logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ბავშვებით „ბარიგობაში“ ხელი შეუშალა წულუკიანმა და ამიტომ ასისინ - აწიწინდნენ!
- +

2 სექტემბერი. 2020. 20:55

 

 

„ნწ, ნწ... ზოგ-ზოგიერთებს, ბავშვებით „ბარიგობაში“ ხელი შეუშალა წულუკიანმა და ამიტომ ასისინ - აწიწინდნენ, მიხვდით ხომ?!“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ურთავს თან.

 

„როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, მაშინვე იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი, მარტოხელა მშობლის მიერ.

 

შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს არ მისცა სუროგაციის უფლება ვფიქრობ, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით. როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს. უფრო მეტიც, რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო შეუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი“, – განაცახდა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი