logo_geo
მაია ჯავახიშვილი: საოცარი წერილი... წაიკითხეთ!
- +

26 მარტი. 2017. 17:55



Facebook-მომხმარებელი მაია ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„საოცარი წერილი - გაგა გობრონიძის „ვისი გორისანი ვართ"...

და საოცარი ნაწყვეტი ამ წერილიდან...

 

„ეს ხო მიშას ომია და ეგ ჩვენი საქმე არ არის"..

რა არის პატრიოტიზმი??... წაიკითხეთ...

 

 „...იმ დროს ავსტრიელების ნაკრები „ვუნდერტიმად" (Wunderteam - გუნდი სასწაული) მონათლეს გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმაც.

 

ყველა დიდ გუნდს ყავს თავისი ლიდერი, ქარიზმა, გმირი...

 

ასეთი გახლდათ 30-ნი წლების ევროპული ფეხბურთის ლეგენდა მატიას შინდელარი, რომელსაც აღნაგობის და თამაშის არისტოკრატიული სტილის გამო „ქაღალდის (მუყაოს) მოცარტი" შეარქვეს. ადამიანი რომლის ქუჩაში გამოჩენაც მთელ ვენაში დიდ ალიაქოთს იწვევდა. ადამიანი რომელიც უყვარდა მთელ ავსტრიას და ადამიანი რომელსაც უყვარდა ძალიან ფეხბურთი და კიდევ უფრო მეტად თავისი... ავსტრია.

 

მასთან ერთად „ვუნდერტიმმა" ტრიუმფალურად გაიარა შემდგომი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. თუმცა ვერცერთი ავსტრიელი ფეხბურთელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 1938 წლის მარტის შემდეგ ავსტრია, როგორც ქვეყანა აღარც იარსებებდა. „მარტის ანშლუსმა" ავსტრიის, როგორც ქვეყნის ლიკვიდაცია მოახდინა და მესამე რეიხს შეუერთა. ევროპის რუკიდან უცებ, ერთ დღეში და ერთი ტყვიის გავარდნის გარეშე გაქრა ქვეყანა, რომელიც რამოდენიმე ასწლეული ევროპაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო.

 

მატიას შინდელარს ანშლუსის შედეგები წესით არანაირად არ უნდა შეხებოდა. ის ლეგენდაა. ის გმირია, ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და მატიასი იღებს წინადადებას მესამე რეიხის მესვეურებისგან. ის და კიდევ ოთხი ავსტრიელი ფეხბურთელი ავტომატურად ირიცხებიან მესამე რეიხის ნაკრებში, რომელიც ასეთი ძალის შეძენის შემდეგ სერიოზულად იწყებს მზადებას 1938 წლის მსოფლიო ჩემიონატისთვის. „დაფნის გვრიგვინები" და საკმაოდ დიდი ჰონორარები ავსტრიელებს უკვე გარანტირებული აქვთ. და უცებ... მატიას შინდელარი სახალხოდ აცხადებს - მე ავსტრიელი ვარ. ჩემი ქვეყანა აღარ არსებობს. მე სხვა ქვენის დროშის ფერებით არასოდეს გამოვალ. შინდელარმა სიტყვა შეასრულა და მიუხედავად უამრავი წინადადებებისა (ჰონორარი გაუსამკეცეს) და საკმაოდ არაორაზროვანი მუქარებისა მას ერთი წამითაც არ უთამაშია მესამე რეიხის ფორმით. იმ ქვეყნის ფერებში, რომელმაც მისი სამშობლო... ადგა და გააუქმა.

 

დადიოდა ხმები რომ მატიასს შეიძლება სერიოზული დისკომფორტი შექმნოდა, უცებ დაიწყო გავრცელება ჭორებმა მისი ებრაული ფესვების შესახებ. ესეთი „ხმები" კი 1938 წელს მესამე რეიხში უკვე საკმაოდ საშიში მომენტი იყო...

 

საბოლოო სასიკვდილო განაჩენი მატიასს ალბათ იმავე წლის 3 აპრილს გამოუტანეს. მაგ დღეს შედგა პროპაგანდისტული მატჩი, მესამე რეიხის და ყოფილი ავსტრიის ნაკრებებს შორის. მთელი 90 წუთის განმავლობაში ავსტრიელები მონდორზე აკეთებდნენ ყველაფერს რასაც მოისურვებდნენ და მთელი თამაში დომინირებდნენ. რამდენჯერმე 100%-ნი გოლი არ გავიდა. ასე დასცინოდნენ ავსტრიელები გერმანელებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით „ვუნდერტიმმა" გასახდელში მოილაპარაკა რომ „კატა-თაგვობანა" ეთამაშათ გერმანელბთან, ოღონდ ბურთი არ გაეტანათ. მატჩი მიწურულს უახლოვდებოდა. ტრიბუნები სადაც ავსტრიელი გულშამტკივრები ისხდნენ გამუდმებით სკანდირებდა - „ავსტრია..ავსტრია"-ს...

 

აი, აქ უმტყუნა ეტყობა ნერვებმა შინდელარს, შეასრულა თავისი ლეგენდარული დრიბლინგი და გერმანელებს ბურთი შეუგდო. შემდეგ ავსტრიელებმა მეორე ბურთიც გაიტანეს.

 

ავსტრიული ტრიბუნა სიხარულისგან გაგიჟდა და ალბათ მანდვე უკანასკნალად აიწია ავსტრიული ეროვნული დროშებიც. „ვუნდერტიმი" კი წესისამებრ თავიანთი გულშემატკივრების ტრიბუნისკენ უნდა მისულიყო და მადლობა გადაეხადა. მაგრამ ამ დროს მოხდა საინტერესო რამ. შინდელარი დაიძრა ტრიბუნისკენ სადაც დაბოღმილი გერმანელები ისხდნენ. მას მთელი გუნდი მიჰყვა და დადუმებული სტადიონი უცნაური სანახაობის მოწმე გახდა - ავსტრიულმა „ვუნდერტიმმა" გერმანელების ტრიბუნის წინ ვენური ვალსი შეასრულა.

 

თითქოსდა თერთმეტი ცოცხალი ავსტრიული დროშა („ვუნდერტიმი" ტრადიციულ შავ-წითელ ფერებში იყო გამოწყობილი) ტრიალებდა გერმანელების ტრიბუნის წინ. ბევრმა ავსტრიელმა იტირა..

 

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 1939 წლის 23 იანვარს ანაგასეს ქუჩაზე მდგომ სახლში გაზით გაგუდული აღმოაჩინეს მატიას შინდელარი და მისი მეგობარი ქალი. ოფიციალური ვერსია - დეფექტი გამათბობელში. თუმცა ყველა დარწმუნებული იყო მატიასი მოკლეს. მოკლეს მხოლოდ იმის გამო რომ მან გერმანელ ემისრებს რამდენჯერმე პირში მიახალა უარი ფრაზით - „უკაცრავად, მე ავსტრიელი ვარ", - წერს მაია ჯავახიშვილი.


http://iveria.biz/1598--.html   


 

big_banner
არქივი