logo_geo
მედეა შაფათავა: ღმერთმა ივანიშვილს ჯანმრთელობა მისცეს, რომ აბასთუმნის ამ წუმპიდან ამოყვანა შეძლოს
- +

4 სექტემბერი. 2020. 14:09

 

 

 ივანიშვილების ოჯახის ახლობელი მედეა შაფათავა აბასთუმნის განვითარების ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი აბასთუმნისთვის, ეს მაინც უნდა ვთქვა:

ღმერთმა ივანიშვილს ჯანმრთელობა მისცეს, რომ ამ ადგილის ამ წუმპიდან ამოყვანა შეძლოს (არა, მე მასში არასოდეს შემპარვია ეჭვი ყველაზე რთულ მომენტშიც კი და ვიცი, რომ შეძლებს). ჯერ მისი კეთილი ნებაა წარმოსადგენი, ცალკე უზარმაზარ ინვესტიციაზეა საუბარი. და მოთმინებაზე, რომ უხმოდ გააკეთოს ის, რაც დაგეგმა, ეს ცალკე რკინის ნერვების ამბავია.

 

წარმოუდგენელი სურათია აქ. დედაქალაქიდან სულ რაღაც 220-240 კმ-ში. ღმერთმა გადმოხედა ამ უნიკალურ დაბას, რომ ეს ადამიანი აქ ჩამოიყვანა.

 

შაბათს ჩამოვედი და დედას გეფიცებით, პირველ ღამეს პრაქტიკულად არ მეძინა. მინდოდა ძალიან, ძალიან ბევრი რამის დაწერა, მაგრამ თავი შევიკავე. შევიკავებ ახლაც და მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ მას თავის ოჯახიანად.

 

P.S. და ისინი, პოლიტიკანობაზე რომ გაქვთ პრეტენზია 40 მილიონრითურთ საკანონმდებლო ორგანოში, თქვენი დანახვაც არ მინდა!“ - წერს მედეა შაფათავა.

 

 

big_banner
არქივი