logo_geo
ამირან სალუქვაძე ბერაზე: "შენი ქვეყანა ცუდადაა, ბედნიერი ვერ იქნებიო"
- +

4 სექტემბერი. 2020. 23:00

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე, მმართველი პარტია "ქართული ოცნების ლიდერის, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, მუსიკოს ბერა ივანიშვილის ინტერვიუდან იმ ამონარიდის შესახებ წერს, რომელიც ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ნეგატიურ ჭრილში გაშუქდა. 

 

 

"ბერას ინტერვიუდან ამოიღეს ის ნაწილი, რომელიც აწყობდათ და ააგორეს, ჩვეულ სტილში.


ახლა ვნახე ეს ინტერვიუ.


განა პირველი აბზაცი გაავრცელეს, რომელშიც უფრო მნიშვნელოვანი სიტყვებია.
შეიძლება არ მოგწონდეს, არ გჯეროდეს და ა.შ.


მაშინ, რაღა ის ფრაზა დაიჯერეთ და გაავრცელეთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რომლის წინ ამბობს "ცუდად არ გამიგოთო"?


ადამიანი, როცა გეუბნებათ ცუდად არ გამიგოთო, ცუდად რატომ იგებთ?


მდიდარი ადამიანის შვილი ამბობს, შენ შეიძლება კარგად იყო, მაგრამ თუ შენი ქვეყანა ცუდადაა, ბედნიერი ვერ იქნებიო.


ნორმალური საზოგადოება ამ ფრაზას აიტაცებდა და არა მეორეს.


ბოლოსდაბოლო, გააკრიტიკე აკადემიურად, ეთიკის ფარგლებში.
არა, ისევ ზიზღის ენა, ისევ სიძულვილი...", - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

 

big_banner
არქივი