logo_geo
გია აბაშიძე "ლელოზე" : აფრიალონ „მარშალის გეგმა“, მაინც არაფერი ეშველებათ
- +

5 სექტემბერი. 2020. 22:22

 

 

"რაც უნდა აფრიალონ „მარშალის გეგმათუ EU CAP - ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, პოლიტიკურად, მაინც არაფერი ეშველებათ ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს!" - მიიჩნევს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებას მშვენივრად ახსოვს ხაზარაძის აფიორა ანაკლიის პროექტზე, ე. წ. ბრიტანული ახალი ინვესტორები (რეალურად ყაზახები და რუსები). ასევე მიშას დროს, მისივე ზონდერების მეშვეობით, ხაზარაძის მიერ მიტაცებული ბიზნესები, ბანკის გამწარებული კლიენტები და სხვ.

"ლელოს" . . მარშალის გეგმას შევხედე და მგონია, რომ თბილისი ცენტრალში ("ლელოს" სათავო ოფისი) "სახლობანა-მონოპოლისტობანას" თამაშობენ. კარგი, შეიძლება ელექტორატის გაუთვითცნობიერებული სეგმენტი ცოტა ხნით 'დაბოლდეს' ბრახუნა ტერმინოლოგიითა და არარეალური, პოპულისტური დაპირებებით, მაგრამ ხომ გვყავს ნიჭიერი ეკონომისტები - ფინანსისტები, რომლებიც ნებისმიერ დებატში გააცამტვერებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის ამ მორიგ აფიორას?

საზოგადოებას კი მშვენივრად ახსოვს ხაზარაძის აფიორა ანაკლიის პროექტზე, . . ბრიტანული ახალი ინვესტორები (რეალურად ყაზახები და რუსები). ასევე მიშას დროს, მისივე ზონდერების მეშვეობით, ხაზარაძის მიერ მიტაცებული ბიზნესები, ბანკის გამწარებული კლიენტები და სხვ.

ასე რომ, რაც არ უნდა აფრიალოს 'მარშალის გეგმა' (დარწმუნებული ვარ "ლელოს" 90% გარტყმაში არაა ამ გეგმის სიღრმეებითა და კონტექსტით) თუ EU CAP (common agricultural policy, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა), პოლიტიკურად მაინც არაფერი ეშველებათ ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილთ, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს! „ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი