logo_geo
ამირან სალუქვაძე: რა დღეში არიან, პროკურატურის ვიდეო მასალებს, ექსკლუზივად ასაღებენ
- +

5 სექტემბერი. 2020. 23:48

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს და საინფორმაციო ტერორზე საუბრობს: რა დღეში არიან?! პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის გადაცემულ ვიდეო მასალებს, რომლებიც სასამართლოს განჩინებითაა მოპოვებული და პროკურატურამ ადვოკატებს გადასცა, როგორ წინა მასალები, სიუჟეტში ექსკლუზივად ასაღებენ, პირდაპირ ეთერში უშვებენ და ისევ სენსაციის აგორება სურთ.  

ხალხის რეაქციებს ყურადღებას არ აქცევენ. სადმე, ევროპაში, ან აზიაში, მსგავსი რამ ხდება? ტელევიზიით რომ აჩვენებენ ბრალდებულებს, მათ ჰკითხეს? ახლა რაღაც „თეთრ ისარზესაუბრობენ. მთავარ ანალიტიკოსად ბრალდებულის მამა გამოჰყავთ, რომელიც პირდაპირ ეთერში მუქარებს აჟღერებს. ეს საინფორმაციო ტერორი როდის დასრულდება?! მერე უკვირთ ჩვენი დამოკიდებულება და შეფასებები.  

 

 

big_banner
არქივი