logo_geo
ნინო ჯღარკავა: ირმა არის პატრიოტი! არც ფული აინტერესებს და არც ამქვეყნიური დიდება!
- +

6 სექტემბერი. 2020. 11:35

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისირმა ინაშვილის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს დღეები ვუყურებ ირმა ინაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ვდილობდი, არაფერი დამეწერა, მაგრამ უკვე ისეთ მარაზმში გადავიდა ზოგიერთი, რომ უნდა თავში ვურახუნო. ეი, თქვენ, „ქუხნებში“ რომ ისხედით  და  ჩეხურ ,,ლუსტრებს“ და რუმინულ ავეჯებს ეზიდებოდით, ირმა ინაშვილი, 19  წლის გოგო, აფხაზეთის ომში იბრძოდა კამერით და მიკროფონით და ფეხით გადმოვიდა კოდორის ხეობით, ჯოჯოხეთი გაიარა. ჰოდა, ირმაა რუსეთის აგენტი და თქვენ, თქვე ფარჩაკებო - სამშობლოს პატრიოტები? პოლიტიკამ სინდისზე არ უნდა აგაღებინოთ ხელი. მე კი, ირმაზე ნაწყენი ვარ თუ არ ვარ, ეს ჩემი და ირმას პირადი თემაა და არასდროს ავურევ ამას პოლიტიკაში! პარტია ნაკლებად მაინტერესებს ახლა, პარტიაში მუდამ ნაყარ-ნუყარი ხალხია. ირმას ვიცნობ ისე, როგორც საკუთარ თავს და ირმა ვიცი, ვინცაა და როდის რას იზამს! ირმა არის პატრიოტი და სამშობლო უყვარს ძალიან, არც ფული აინტერესებს და არც ამქვეყნიური დიდება! ვიცი ირმას სურვილები და ოცნებები, რასაც სხვებზე ვერ ვიტყვი. ირმა მუდამ მტკივა, ირმა ჩემი სულის ნაწილია, დაგვაშორა ბინძურმა ადამიანებმა და პოლიტიკამ...“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი