logo_geo
ნინო ახობაძე: დედა, რომელმაც შვილი გასვარა!
- +

6 სექტემბერი. 2020. 23:55

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წერს:

 

„როგორ ცუდად ხვდება ყურს ამდენი "გაპრავება", ამდენი უემოციო, ცინიკური და პოპულისტური განცხადება, ამდენი სხვის გვამზე მოჟრიამულე გარეწარი...

 

ბოლო სამ თვეში სიკვდილმა დაგვცინა, გადაგვიარა წაიყვანა ჩვენი გოგოები და ბიჭები და ჩვენ დაგვტოვა, ცოცხლად რომ დაგვეჭამა ერთმანეთი. ვისი ან რისი გულისთვის?

 

საიდან მოდის ეს ბოროტება? საიდან იწყება და სად მთავრდება? ან მთავრდებაა როო საერთოდ? არა!

 

ჯერ ერთ სიკვდილზე სცადეს - არ გამოუვიდათ. მერე მეორეს მიუგზავნეს ნამუსგარეცხილი ტიპი - ადვოკატი, ვიძიწელი! უანგარო!

 

და დაიწყო ბოროტი ცირკი ქირქილით და თვითკმაყოფილი იერით: სავარძელზე გადაწოლილი "მთავარის" მთავარი გარეწარი; იქვე ის საბრალო დედაკაცი, ელისო-დ წოდებული, აჟიტირებული და გაბადრული, ბაჩანას აღმომჩენი! ვიღაც უკრაინელი გიდი; და ის კუკლისთავიანი უმიმიკო ექსპერტი, რომ შეხედავ და ფიქრობ - ნეტავ ამ ქალს ათი კლასის განათლება ააქვს მიღებულიი?

 

ეს სტუდიებში დანაწილებული მოლაყბეები,

 

იქეთ "ჟურნალისტები" - სკანდალის ხამები,

 

აქეთ ჩვენ, ყველა ჩვენ-ჩვენი ვერსიებით...

 

და ზიზღი! უზომო, უკიდეგანო ზიზღი!

 

წყევლა, გინება, შეურაცხყოფა... მიცვალებულის არდანდობა; ადვოკატთა საცოდავი ღაღადი; საგამოძიებო ექსპერიმენტები,

 

და დედა, რომელმაც შვილი გასვარა!

 

ეკრანიდან წამოსული აგრესია, სოცქსელში დაწერილი ცინიკური, ავადმყოფური ფანტაზიის შემცველი ათასი გაუგონარი ვერსია... ხაკერობა, ლესბოსელობა, მკვლელი ბებია, ანგარებიანი დაქალი...

 

-----

 

და ამ დროს

 

გოგო შედის აფთიაქებში, ყიდულობს სიკვდილს...

 

და ახლა უკვე ვიცი, რასაც გაექცა - რაც ზემოთ დავწერე, აი კრებსით ამას.

 

დადექით ახლა და იძახეთ: არ მჯერააა, არ მჯერაა

 

ის ხომ გჯერათ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ გონებაშეზღუდული და ბოროტია.

 

ჰოდა ზოგი ღმერთს მიყავს, არიდებს ალბათ მთელს ამ ჭუჭყს, ზოგიც თავად მიდის... აღარ უნდა აქ, ჩვენთან.

 

არაფერს არ ვამტკიცებ, მტკივა და ვწერ. წარმოდგენაც არ შემიძლია ჩემს მამას რომ ჩემი დედასთვის თუნდაც ერთხელ ჩემს თვალწინ ხელი დაერტყა, რა გულით ვიცხოვრებდი მერე...

 

ჰოდა მოდი რაა, ყველამ ჩვენს ჩამყაყებულს მივხედოთ და როცა შვილი ათას ცალ წამალს სვამს, ფებეერს ნუღარ ვეძახით მერე!!!!!!!

 

ძალიან ვარ გამწარებული, არ ვიცი რამდენად გასაგებად დავწერე.

 

ეხლა ვუყურე იმ კადრებს აფთიაქიდან...“ - წერს ნინო ახობაძე.

 

 

 

big_banner
არქივი