logo_geo
ნუცა შანშიაშვილი: სიმღერის და დროსტარების მეტს იმ ქვეყნად ვერაფერს წაიღებთ!
- +

8 სექტემბერი. 2020. 21:19

 

 

 

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი 50 წლის გახდა. მომღერალი ამერიკაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. ნუცასთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს დედა, ასევე ცნობილი მსახიობი, 84 წლის მზია მაღლაკელიძე.

 

ნუცა სოციალურ ქსელში აქტიურია. “ფეისბუკის” მომხმარებლებს ხან იოგას ვარჯიშებს სთავაზობს, ხან სხვადასხვა ვიდეო მიმართვებითა და რჩევებით ახალისებს. ამჯერად მომღერალი ყველას მიმართავს და მოუწოდებს, იცხოვრონ დღეს და ახლა.

 

„ნახევარი ცხოვრების გზა განვლიე!!!! აიბალამბალამ, განვლიე. მეგობრებო, სიხარულის, ზეიმის, სიყვარულის, სიმღერის და დროსტარების მეტს (ვერც სახლკარს) იმ ქვეყნად ვერაფერს წაიღებთ!

 

კარგ ხასიათს და დადებით ემოციებს – კი… ისინი აღიბეჭდებიან თქვენს გულსა და სულში. ამიტომ ნუ გადადებთ ნურაფერს, ნუ გეგონებათ, რომ ხვალ დადგება უკეთესი დრო ან აგისრულდებათ ის, რაზეც ოცნებობთ მომავალში. არ არსებობს ხვალ, არის მარტო დღეს და ახლა!!! იცხოვრეთ დღევანდელი დღით და იყავით ბედნიერები დღეს! სხვის დასანახად არა, საკუთარი თავისთვის ბედნიერები! თქვენი ჭეშმარიტი ბედნიერება გადამდებია!!!“ - წერს ნუცა შანშიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი