logo_geo
ნინო ახობაძე: მეგონა ზომიერების არ ქონა ქართველების პრობლემა იყო, თურმე მსოფლიოსაც გარეკილი ჰქონია...
- +

8 სექტემბერი. 2020. 21:55

 

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ შემდეგი შინაარსის სტატუს აქვეყნებს:

 

„მოვედით ისევ მე და კორონა კილომეტრიანით...

 

ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე დავწერ და აქვე დავსძენ, თუ რატომ არ დავიღალე ერთიდაიგივეს ყვირილით… ოღონდ ამჯერად არ ვიყვირებ, არც ვიღლიცინებ, არც არავის „წავეიაზვები”, არც ჯიბრით დავწერ და არც სარკაზმით - დავიღალე!!!

 

დავწერ მხოლოდ ფაქტებს, ანუ რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რასაც ვხედავ (და არა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომაშორეთ ეს სიკვდილის მაცნეები, დავწერ თუ რა კითხვები მაქვს და რაზეც მე ვერ ვცემ პასუხებს. თქვენ მომეხმარეთ.

 

ოღონდ არ გვინდა რაა ეს მაპატიეთ და პოხუისტური "არ არსებობს", "ტყუილია", "აფიორაა" და რაღაცეები...

 

არსებობს და სულ არსებობდა კორონავირუსი, უბრალოდ ახალს მე-19 ნომერი დაერქვა..

 

რა ვერ გავიგე?

 

მოგახსენებთ და წივილ-კივილის გარეშე გამარკვიეთ „ფლიზ“:

 

1) რისგან მიცავს პირბადე?

 

ანუ მე ხომ ის არ მიკეთია აბსოლუტურად ყველგან არაა? ჰოდა საიდან ვიცი სადაა ჩასაფრებული ვირუსი? ან რატომ მაქვს გარანტია რომ არ დამემართება? არა მაქვს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კორონიანმა სახეში არ შემომახველა ან შემომაცემინდა. ამის ალბათობა ალბათ მილიონში ერთია.

 

შეიძლება ვცდები, არ ვწერ მტკიცებით ფორმაში.

 

2) თუ უნდა მეკეთოს პირბადე, მაშინ რატომ არ უნდა მეკეთოს იგივე წარმატებით ხელთათმანი? ვაიდა ისეთ საგანს მოვკიდე ხელი, რაზედაც დავირუსებულმა დააცემინა ან დაახველა და მიანერწყვა პირდაპიდ იმაზე, რაც მე ხელში დავიჭირე? ჰაა?

 

3) თუ ასეთი მატებაა, მაშინ რატომ დავიდა კარანტინი რვა დღემდე?

 

4) მთელი ეს თვეები მარტიდან სექტემბრამდე სულ მესმის, სულ სულ-"ნახირივით ვიქცევით", "არ ვუფრთხილდებით", "ახია ჩვენზე", "ამ ხალხს ხო ვერაფერს გააგებინებ", "ფეხზე კიდიათ", "მეორე იტალია სანამ არ მოხდება არ დაიჯერებენ"....

 

და მიუხედავად ამისა, გვყავს სულ 19 გარდაცვლილი!!! (თუმცა მე იმ მე-19-ს სულაც არ ვთვლი კორონას მსხვერპლად, ქალი ცხიმოვანი ემბოლიით გარდაცვლილა მოტეხილობის შემდგომ) ჰოდა თუ უბრალოდ ავად ვხდებით და არ ვიხოცებით, ესე იგი ეს ვირუსიც აღარ ყოფილა ხოომ ისეთი საშიში?

 

ნუ აბა რით ვერ მოგვერია და გაგვწყვიტა მარტის მერე?

 

ჯვარი გვწერია ცხადია. მაგრამ რვა თვე გავიდა ხალხო..

 

თან ჩვენნაირი ტემპერამენტიანი კანონთან მწყრალად მყოფი ცხელსისხლიანი ხალხისთვის...

 

5) თუ ეს კოვიდი ჰაერში დაფრინავს და ჰაერით გადადის, მაშინ საერთოდ ვინმე როგორ დავრჩით ცოცხალი? და თუ ჰაერით არ გადადის, მაშინ პირბადე რა შუაშია ამ დოზით?

 

6) არსებობს ადამიანთა კატეგორია, ვინც თუ ცნობას წარმოადგენს რომ დაავადებულია სისხლძარღთა სხვადასხვა დაავადებით ან არის შშმ პირი, მას აქვს უფლება არ ეკეთოს ნიღაბი. ანუ რა გამოდის, რომ ამ ადამიანებს ვიმეტებთ?

 

7) რატომ არ შეიძლება რომ თუ ადამიანმა შეუძლოდ იგრძნო თავი, დარჩეს და იმკურნალოს სახლში და თუ მიხვდა რომ ურთულდება, მხოლოდ ამის მერე მიმართოს სტაციონარს?

 

ნახევარ მსოფლიოში ასე ხდება, რა ვიცი. და თუ სახლში პატარები ყავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში განერიდოს და დაწვეს საავადმყოფოში?

 

8) ჩემს გარშემო ვისაც ჰქონდა, ყველამ ჩვეულებრივად გადაიტანა, რა ვიცი.

 

და ბოლო

 

9) აქ რომ ყოველ დილას ახალ სტატისტიკას აქვეყნებთ, ამით რისი თქმა გსურთ? რომ ოცდარაღაცა ადამიანს დაემართა გრიპი? არ ვღადაობ! თუ რაა?

 

ხომ ხედავთ რომ არ კვდება არავინ და ეს ციფრები ვისთვის ან რისთვის გჭირდებათ?

 

რატომ ხართ აყოლილები ამ მსოფლიო ისტერიას? რატომ უხეთქავთ გულებს ადამიანებს?

 

რაც არ უნდა პირბადე მივიბათ, ხომ ყველა ხვდებით რომ სადღაც შეიძლება მაინც დაგვემართოს?

 

ქალს ქონდა. ჩემს ახლობელს და ჩივილები დიდი არაფერი, სამი დღე ახველა და სიცხე ქონდა. და ლამის ინფარქტი მიიღო, იმდენი ინერვიულა მხოლოდ იმის გამო რომ მის დაავადებას სახელად კორონა ერქვა! ან ეს რა უბედურებაა აქ რომ წერთ ხოლმე-რა გართულებები მოყვება კორონას...

 

გართულება შეიძლება მოყვეს ნებისმიერ დაავადებას და სხვა ვირუსებსაც!

 

ჰოდა ჩემო ტკბილებო, მე აი ეს ყველაფერი არ მესმის და ამის გამო ნუ მომიძულებთ.

 

----

 

ვაფრენ თენგიზ ცერცვაძეზე! არ მახსოვს მისი უტაქტო დამზაფვრელი განცხადება.

 

აქამდე რომ მეგონა ზომიერების არ ქონა მხოლოდ ჩვენი-ქართველების პრობლემა იყო, თურმე მსოფლიოსაც კარქა გარეკილი ჰქონია...

 

საიდან ან რატომ მოდის ეს დურაკული გაბუქული დირექტივები და რეგულაციები არ ვიცი. ამ ექიმებმაც რა ქნან, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ! თქვენ რას იზამდით მათ ადგილას?

ჰოდა დავიბენი, ამიტომ ჩამოვწერე კუჩა კითხვების...

 

რაღაც ისე არ არის...

 

ფიცი მწამს და ბოლო მაშტერებს.

 

(ძალიანა გთხოვთ ეხლა იმას ამარიდეთ რაა, აი "ჩემი მეზობლის მაზლისშვილის კლასელის ძმას ქონდა ხარკოვში და წამებით მოკვდა, დაიხრჩო"- აი ამ ტიპის საიდანღაც მოთრეულ ინფორმაციებს. მაგას უკვე დიდი ხანია აღარა ვჭამ).

 

ჩემს გარშემო ვისაც ჰქონდა, ზოგი მძიმედ იყო, ზოგიც არა. მაგრამ ყველა ცოცხალი და მხიარულია.

 

ზუსტად ისე გადაიტანეს, როგორც სხვა ვირუსები ადრე...“ - წერს ნინო ახობაძე.

 

 

big_banner
არქივი