logo_geo
ირმა ჭკადუა: იქნებ, ვინმემ ურჩიოს ამ პოლიტიკურ ჯამბაზს, თავის წონაში იჭიდაოს...
- +

11 სექტემბერი. 2020. 11:32

 

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა  სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილს ეხმიანება, რომელმაც კახი კავსაძეს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა.

 

„გოდერძი ჩოხელი წერდა ნამდვილ ადამიანებზე, აი, იმ ადამიანებზე, ვინც შეძლო და ცხოვრება გაულამაზა სხვებს. არაფერი რომ არ ვთქვათ, კახი კავსაძის განვლილ შემოქმედებით გზაზე, ამ უდიდესმა არტისტმა, ნამდვილად შეძლო, არაერთი ადამიანის ცხოვრება გაელამაზებინა.

 

ამ ქვეყანაში, ყველაზე ყალბ პოლიტიკოსს, შალვა ნათელაშვილს, გადაუწყვეტია ამ ნამდვილი ადამიანის გაკრიტიკება. იქნებ, ვინმემ ურჩიოს, ამ პოლიტიკურ ჯამბაზს, თავის წონაში იჭიდაოს…“ – წერს ირმა ჭკადუა.

 

 

 

 

big_banner
არქივი