logo_geo
ჯაბა ხუბუა: covid-ზე მკურნალობა ფასიანი უნდა გახდეს, ეს იქნება ადეკვატური პასუხი
- +

11 სექტემბერი. 2020. 21:56

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან კორონავირუსის პოლიტიზირების მცდელობასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაასის სტატუსს აქვეყნებს: სახელმწიფომ კოვიდის დიაგნოსტირება და მკურნალობა სრულად ფასიანი უნდა გახადოს!

 

 

ყველამ, ვისაც კოვიდის სიმპტომები აღმოაჩნდება, საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტაროს პისიარ ტესტი და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშიც თავის ჯიბიდან გადაიხადოს ყველაფერი!

 

 

საკარანტინო სივრცეში მოთავსებაც, თავისი კვებითა და ყველაფრით, მოქალაქემ თვითონ უნდა დააფინანსოს!

 

 

ეს იქნება ადეკვატური პასუხი ყველანაირ შეთქმულების თეორიაზე კოვიდის არარსებობასა თუ პანდემიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან დაკავშირებით.

სავარაუდო სავალალო შედეგებზე მორალური პასუხისმგებლობაც შეთქმულების თეორიის ავტორებსა და მიმდევრებს დაეკისრებათ.

 

 

big_banner
არქივი