logo_geo
„მიშა ფანჯრის რაფასთან წაკუზულ ვანოს და ადეიშვილს პანჩურებს ურტყამდა”
- +

26 მარტი. 2017. 23:11



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„ისე ვიღაცეებისთვის რა „მაგარ ბიჭებად" ჩანდნენ 9 წელი ნაცები?! აბჯარში ჩასხმული, შავი ჯიპებით, ნავარჯიშები გორილებით გარშემორტყმული მერაბიშვილები, ადეიშვილები, კეზერაშვილები და სხვები (არასოდეს დამავიწყდება 1999-2004 წლის პარლამენტში, როდესაც დეპუტატები ვიყავით, თუ როგორ წაკუზავდა ფანჯრის რაფასთან მიშა ვანოს და ადეიშვილს და როგორ ურტყამდა პანჩურებს),  მედიდური სახეებით მომზირალი მანიაკები, მათი გონჯი მეორე ნახევრები, რომლებიც „ბომონძღის" დედოფლებად იქცნენ და „სვეცკი" საზოგადოების „მამაშების" როლს სიამოვნებით ირგებდნენ.

 

იმდენად დააშინეს საქართველო, რომ ბევრი მიმტკიცებდა - ესენი კიდევ 30 წელი იქნებიან და ჯობია თავი დავუხაროთო...

 

უცებ ბუშტი გასკდა და აბჯარში ჩასხმული მედიდური ჯიგიტები უცებ იმ ვირთხებად იქცნენ რაც იყვნენ, დარჩნენ გორილების გარეშე და შიშისგან ისეთი სუნი დააყენეს, რომ კინაღამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოცხადდა, მათი გონჯი დედაკაცებიც მიატოვა  "ბომონძღმა" და კვლავ იმ ჭაობში დააბრუნა, სადაც გომბეშოები ცხოვრობენ. ასე იქცნენ ერთ დროს ძლევამოსილები ჭიაღუებად. ახლა ერთმანეთს დაერივნენ "რუსთავი 2"-ის გულისთვის და... რატომ შეგახსენეთ ეს ამბავი?

 

თქვენთვის არ შემიხსენებია, მოქმედი ხელისუფლების ჩინოსნებს შევახსენე და ალბათ ხვდებით რატომაც. სამწუხაროდ, ბოლო 20 წელია ისტორია მეორდება და ერთი „პლასტინკა" ტრიალებს", - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

big_banner
არქივი