logo_geo
ნიკოლოზ გამყრელიძე: ექსპერტობა მარტივია, საქმის კეთებაა რთული!
- +

14 სექტემბერი. 2020. 21:17

 

 

 

„ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ შემზღუდავი ღონისძიებების ადექვატურობის შესახებ დროშიც და სიმკაცრის მიხედვით:, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ფაქტი ვფიქრობ ერთია:

 

  1. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად უფრო მომზადებული ხვდება პოტენციურ ფართომაშტაბიან გავრცელებას ვიდრე რამოდენიმე თვის წინ იყო და ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის დაქაოსების და პარალიზების რისკებს.

 

  1. ექსპერტობა ძალიან მარტივია, საქმის კეთებაა რთული.

 

  1. დავიცვათ წესები და გავუფრთხილდეთ და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და მოვერევით ამ გამოწვევას.

 

გაძლება და წარმატება ყველა წინა ხაზზე მდგომს“,- წერს გამყრელიძე.

 

 

big_banner
არქივი