-
+
14 სექტემბერი. 2020. 21:17
„ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ შემზღუდავი ღონისძიებების ადექვატურობის შესახებ დროშიც და სიმკაცრის მიხედვით:, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ფაქტი ვფიქრობ ერთია:
- ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად უფრო მომზადებული ხვდება პოტენციურ ფართომაშტაბიან გავრცელებას ვიდრე რამოდენიმე თვის წინ იყო და ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის დაქაოსების და პარალიზების რისკებს.
- ექსპერტობა ძალიან მარტივია, საქმის კეთებაა რთული.
- დავიცვათ წესები და გავუფრთხილდეთ და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და მოვერევით ამ გამოწვევას.
გაძლება და წარმატება ყველა წინა ხაზზე მდგომს“,- წერს გამყრელიძე.