logo_geo
ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს პრეზიდენტმა ტკბილეული გაუგზავნა
- +

15 სექტემბერი. 2020. 20:47

 

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს, რომელიც Covid-19-ით დაინფიცირდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტკბილეული გაუგზავნა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

 

ჟურნალისტი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

„მოკითხვა პრეზიდენტისგან სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili მადლობა!

 

ეს გზავნილი კი ამ ტკბილეულის ქვეშ ვიპოვე გემო რომ დამიბრუნდება აუცილებლად გავსინჯავ“, – წერს თეონა ცხომელიძე.

 

შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 4 სექტემბერს, გადაცემაში ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი იმყოფებოდა, რომელსაც თეონა ცხომელიძესთან ჰქონდა შეხება.

 

ჟურნალისტს გუშინ, 11 სექტემბერს PCR ტესტით ვირუსი დაუდასტურდა. რის შემდეგად, ტელეკომპანიის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტი, რომლებსაც ცხომელიძესთან შეხება ჰქონდა, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

 

მედიკოსები რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ყოველ 48 საათში PCR ტესტებს გაუკეთებენ.

 

 

 

big_banner
არქივი