logo_geo
თეონა ცხომელიძე: ადამიანები გონზე ვერ მოჰყავთ და მიზეზი ის ინფექციაა, რაც ახლა ჩემს სხეულშია
- +

17 სექტემბერი. 2020. 20:07

 

 

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ორი დღეა პლაქველინი აღარ მიმიღია, მარტო ინჰალაცია და სისხლის გამათხელებელი, რომელსაც საღამოობით მიკეთებენ. ყნოსვა და გემო ისევ არ მაქვს, მცდელობასაც გავეშვი, ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, ვერაფერს ვგრძნობ. მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდა – სულ ერთია რას ვჭამ, შესაბამისად არ გავსუქდები. კორონა რომ გაქვს და წონაზე ღელავ ე.ი. ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

 

ისევ ფრთხილად ვსუნთქავ, ერთი კარგი ამოსუნთქვა და ხველა მახრჩობს. როგორც ექიმმა ამიხსნა, ხველა ორგანიზმის დამცავი მექანიზმია და მის მკურნალობას ჯობია უბრალოდ გავუძლო, თუ რა თქმა უნდა, ძალიან არ ვიტანჯები. არ ვიტანჯები, შესაბამისად წამალს არ ვსვამ. ზურგი ისევ მტკივა, მტკივა კი არა, მკლავს. ფეხები ისე აღარ. გუშინ პირველი ღამე იყო გამაყუჩებლის გარეშე, მეძინათქო ხმამაღალი ნათქვამია ‘მივდი-მოვდიოდი. გამაყუჩებელი კოვიდ-9-სას რეკომენდირებული არ არის.

 

მე ხომ თითქოს მხნედ ვარ?! მაგრამ არ გეგონოთ, რომ ესაა კორონას ნამდვილი სახე. ნამდვილია რეანიმაცია, იქ ადამიანები გონზე ვერ მოჰყავთ და მიზეზი ზუსტად ის ინფექციაა, რაც ახლა ჩემს სხეულშია. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ არაფერია, გაიკეთეთ პირბადე და დაიცავით წესები. რთული ხომ არაა? აქ გაძლებაა რთული“, - წერს თეონა.

 

 

big_banner
არქივი