logo_geo
მამა პეტრე: ნუ ვიქნებით მონები, პატარა კაცუნების, არ შემდგარი ადამიანების
- +

18 სექტემბერი. 2020. 00:30

 

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ არის ღმერთი მოძალადე, არც შურის მაძიებელი, არც მრისხანე და უგულო. ეს ჩვენ გვესმის არასწორად და ჩვენ ვამახინჯებთ უფლის სწავლებას და დამოკიდებულებას ადამიანებისადმი.

 

ვისაც საკუთარი კომპლექსები და უსუსურობა ახრჩობს, ის გვაშინებს ჯოჯოხეთის ცეცხლით და კუპრის ნაკადით. ვინც გულს სიყვარულით და სიკეთით ივსებს, ის ჩვენც გვათბობს და სურვილსაც გვიჩენს, ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვართ.

 

არ არის ღმერთი სიძულვილში, დაშინებაში.

 

არ არის, არა...

 

ის მხოლოდ სიკეთეს ემსახურება...

 

ის მხოლოდ თავისუფლებას გვასწავლის.

 

ჰოდა, ნუ ვიქნებით მონები, პატარა კაცუნების, არ შემდგარი ადამიანების, დაუმსახურებლად მიღუბული ხარისხების და რეგალიების მონები.

 

ნუ ეთაყვანები კერპებს... ისინი დაუფიქრებლად დაამსხვრიე და მხოლოდ ნამდვილ ღმერთს მიენდე.

 

შეიძლება ვიღაცას ანაფორა ეცვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უცდომელია...

 

არც ანაფორას, არ ხელით გამოჩორკნილ ავტორიტეტს, არც შირმად ქცეულ რელიგიას, არამედ იესოსგან ნასწავლ სიტყვას მიენდე!“ - წერს მამა პეტრე.

 

 

big_banner
არქივი