logo_geo
ნინი ბადურაშვილი: მინდა შვილები გავაჩინო, ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი
- +

18 სექტემბერი. 2020. 00:30

 

 

“ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი” – ეს განცხადება ნინი ბადურაშვილმა “ფორტუნასთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.

 

“ვერ მოხდება ის, რომ ოჯახი შევქმნა და სახლში დავჯდე. არ ვარ ასეთი ტიპაჟი. ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი. ჯერ არავინ შემყვარებია და არ ვფიქრობ, რომ მას უნდა დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ ერთხელ გავთხოვდი და გავშორდი. მეორედ აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.

 

ბავშვსაც ტრავმას აყენებ ამ გაშორებით. თუკი მეორედ შევქმნი ოჯახს, უნდა მოხდეს ძალიან გააზრებულად, ნაფიქრად და ძალიან დიდი სიყვარულით. აუცილებლად მოხდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს უნდა იყოს საბოლოო.

 

ალბათ, შევქმნი ოჯახს, მაგრამ პირველ რიგში, ძალიან დიდი სიყვარულით. მინდა შვილები გავაჩინო. გარდა ამ ყველაფერისა, მინდა მქონდეს ჩემი საქმე და მაქვს ბიზნეს იდეებიც. იცი, კიდევ რას მივხვდი?

 

რაშიც დიდ ენერგიას ჩადებ, ის აუცილებლად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასეა. მე იღბლიანიც ვარ და შრომასაც ვდებ.” – განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი