logo_geo
მაია ასათიანი: თქვენი დახმარება მჭირდება, არ მიმატოვოთ განსაცდელის ჟამს
- +

20 სექტემბერი. 2020. 22:34

 

 

„ბავშვი რომ დედას რაღაცას უმალავს ისეთი განცდა მაქვს, თინეიჯერობის შემდეგ ასეთი განცდა არ მქონია“ – ამბობს ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში.

 

ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უყვება და დახმარებას სთხოვს. ასათიანი ყვება, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, რაც სიგარეტის მოწევის განახლებას უკავშირდება.

 

„ძალიან ცუდად მოვიქეცი. დაახლოებით ორი კვირაა და ვიფიქრე, რომ 10 წელია დანებებული სიგარეტის მოწევისთვის თავი დანებებული მაქვს თავი და ვიფიქრე ერთ ღერს მოვწევ თქო და აი ამ ერთმა ღერმა დამღუპა. რაღაც სუფრაზე ვიყავი, დავლიე ერთი ორი ჭიქა.და..

 

ყევლაზე ამაყი ვიყავი, სულ ამის პროპაგანდას ვეწეოდი როგორ უნდა დაენებებინათ მოწევისთვის თავი და ახლა უკვე ორი კვირაა ღერს-ღერზე ვეწევი, რაღაც სანერვიულოც შემხდა, როცა ჩემებმა გაიგეს, ვერ მიშველა იმათმა აკრძალვებმა, ერთი კვირაა უკვე აღარ მივარჯიშია. ჯერ ერთი ღერი მოწვიე, მეორე მეორე, მერე კოლოფი და, მოკლედ, ძალიან ცუდი გოგო ვარ

 

ეს ვიდეოც იმიტომ ჩავწერე, რომ საკუთარი თავის შემრცხვეს. გთხოვთ გამომიგზავნეთ რჩევები როგორ დავანებო თავი…ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, არ მიმატოვოთ ამ განსაცდელის ჟამს“ – ამბობს ვიდეოში მაია ასათიანი.

 

 

big_banner
არქივი