logo_geo
დემიკო ლოლაძე: ვარლამ გენგიურს, გოგა ჩანადირმა ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის დიპლომი გადასცა
- +

23 სექტემბერი. 2020. 23:04

 

 

 

მწერალი და ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე, ფოტოგრაფ ვარლამ გენგიურის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს ღვაწლმოსილ ფოტოხელოვან ვარლამ გენგიურს,  გოგა ჩანადირმა გადასცა ალექსანდრე როინაშვილის სახელობის დიპლომი ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

ბატონ ვალიკოს, რომელსაც გუშინ დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა, გულთბილად მიესალმნენ ჩვენი ძმა და მეგობარი ბადრი ვადაჭკორია და თქვენი მონამორჩილი.

 

ცერემონიას, რომელიც ,,ქოლგას" ეგიდით ჩატარდა ქარვასლაში, სულ ათი ადამიანი ესწრებოდა. (ვალიკოს ოჯახის წევრები კარებთან იდგნენ). წესები სრულად იქნა დაცული“, - წერს ლოლაძე.

 

 

big_banner
არქივი