logo_geo
ლევან რატიანი: არ გვაქვს უფლება დამარცხების ამ ბრძოლაში, ომში გავიმარჯვებთ, უკლებლივ ყველა…
- +

23 სექტემბერი. 2020. 23:33

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

“ეს ის დარგია, რასაც სიცოცხლეს კვლავ აღდგენა ,,ხელახლა სიცოცხლის დასაწყისი’” ჰქვია. ეს რეანიმაცია, მთელი ცხოვრებაა ამ დარგის ექიმისთვის… ალბათ ეს ის პარალელია, როცა მხედარმთავარი გამარჯვების სურნელით ტკბება, როცა მისი რიგითი ჯარისკაცის სიმამაცის ამბავს ისმენს, გამარჯვებას აცნობს სამყაროს… ეს იმ გმირი პედაგოგის პარალელია, რომლის შეგირდიც მეცნიერების უმაღლეს მწვერვალს იპყრობს… ეს ის პარალელია ზიარების სიტკბოსი ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა’’… ჩვენ არ გვაქვს უფლება დამარცხების ამ ბრძოლაში, რასაც უთოფო ომი ჰქვია… ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ, უკლებლივ ყველა…” - წერს ლევან რატიანი.

 

 

big_banner
არქივი