logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: კიდევ ერთხელ დავინახეთ რა არის უკვდავება! ეს არის
- +

26 სექტემბერი. 2020. 01:16

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი მსახიობ ილო ბეროშვილის მიერ საზოგადო მოღვაწე, გურამ შარაძისადმი გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება, რასაც შემდგომ მალევე მოჰყვა ბეროშვილის მხრიდან ბოდიში.

 

 

სანამ მე საზმაუს გენერალური დირექტორის არჩევით ვიყავი დაკავებული, ვიღაც ბეროშვილს გურამ შარაძის გალანძღვაც მოუსწრია და ბოდიშის მოხდაც.

 

 

ახლა ვკითხულობ ამბებს და იმის ბოდიშს ჩემი მადლობაც უნდა დავუმატო.

 

ჰო, მადლობა ვიღაც ბეროშვილს!

 

მაგან რაც თქვა, იმას ისეთი ტაიფუნი მოჰყვა, რომ დავრწმუნდი:

 

ქართველი ხალხი დიდი საზოგადო მოღვაწის - გურამ შარაძის შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემს!

 

ეს კი სულაც არ გახლავთ პატარა საქმე!

 

იმ ვიღაც ბეროშვილს თავისმა სისულელემ თუ თავკერძობამ წამოახურა, მაგრამ ხალხის ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა არის... უკვდავება!

 

ეს არის!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი