ხატმწერმა ნიკოლოზ კიკვიძემ 19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს ჯვარი მიუძღვნა.
გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში ხატმწერს მადლობას უხდის.
„მადლობა, რომ არსებობენ თქვენნაირი ადამიანები“, – წერს გიორგი შაქარაშვილის დედა.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას.