logo_geo
ირაკლი იაშვილი: წარმოუდგენელი სიბინძურის ნიაღვარი დაატყდა თავს „დინამოს“ და მის მეპატრონეს რომან ფიფიას!!! ზუსტად ისეთი, როგორშიც ქართველებს ბადალი არ გვყავს!!!
- +

27 სექტემბერი. 2020. 12:24

 

 

 

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი თბილისის „დინამოს“ფარერის კუნძულების გუნდ „კლაკსვიკთან“ მარცხის გამო გულშემატკივრების უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„წარმოუდგენელი სიბინძურის ნიაღვარი დაატყდა თავს „დინამოს“ და მის მეპატრონეს  რომან ფიფიას!!! წარმოუდგენელი!!!  ზუსტად ისეთი, როგორშიც ჩვენ, ქართველებს, ბადალი არ გვყავს!!!  „ბარსელონას“ გულშემატკივარს რომ გსურთ, მიბაძოთ დამარცხების გამო უკმაყოფილების გამოხატვაში,  ჯობს, მათ მიბაძოთ გუნდის მხარდაჭერაში!!!  აი, ამ სიბინძურის ავტორებს ვეკითხები - ბოლოს როდის იყიდეთ 5-ლარიანი ბილეთი და დაესწარით „დინამოს“ ერონული ლიგის თანაშს?(ბარსელონელი იხდის 100 ევროს და ყველა თამაშს ესწრება). თქვენ, ბატონებო, მაშინ მიბრძანდებით ფეხბურთზე, როდესაც რომა „ვიპ ლოჟის“ მოსაწვევს გიგზავნით თქვენი უკანალის ტყავის კომფორტულ სავარძელში მოსათავსებლად! საათნახევარს გაატარებთ კომფორტში და განცხრომაში და შემდეგ დაპატიჟებამდე საერთოდ არ გახსოვთ ფეხბურთი!!!!  ამასობაში ამ კაცმა(რომა ფიფიამ):

 

  1. ჩაიბარა ჭაობში ჩაძირული გუნდი!

 

  1. თუკი ვინმე, მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მწვრთნელი მოიძებნებოდა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ყველასთან ითანამშროლა შედეგის მისაღებად!

 

3.უამრავი ლეგიონერი ჩამოიყვანა!

 

  1. რაც მთავარია, შექმნა ისეთი აკადემია, რომელზეც არც „ბარსელონა“ იტყოდა უარს. სწორად ამ აკადემიის აღზრდილები არიან ჩაკვეტაძე, კვარაცხელია  და ის მამარდაშვილიც(მეკარე), რომელმაც გუშინ „ლოკომოტივი“ 6:0 დამარცხებას გადაარჩინა!

 

  1. უამრავი ინვესტიცია ჩადო სტადიონის ინფრასრტრუქტურაში და ბევრი სხვა რამ, რაც არ დევს ზედაპირზე!

 

ამაში ყველაფერში ჯამური ინვესტიციები ასცდა 100 მილიონს!!!!

 

თანაც ზუსტად იცოდა, რომ ეს ინვესტიციები ან საერთოდ არ დაბრუნდებოდა, ან, უკეთეს შემთხვევაში, ოც წელზე მეტი დასჭირდებოდა  უკან დაბრუნებას!

 

შედეგად მიიღო უმადურობა და ლანძღვა (სამართლიანი კრიტიკის მომხრე ვარ ნამდვილად) იმ ხალხისგან, ვინც მთელი დღე სავარძელში მოკალათებული თითების კაკუნით ერთობა „ფეისბუქში“ და რას წერს, თვითონაც არ უწყის!!! მიიღო ასევე არათუ ხელშეწყობა, არამედ, პირიქით, ხელისშეშლა ყველგან, სადაც კი ეს  შესაძლებელი იყო!!!

 

სიმართლე გითხრათ, არც ფედერაციის დღევანდელ შემადგენლობაზე ითქმის აუგი, ოღონდ ობიექტურად! ვინც ცოტათი ახლოს მაინც არის ფეხბურთთან, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ!!!

 

ასე რომ, ძვირფასო „დინამოს“ ფანებო - რაც გულშემატკივარი, ის ფეხბურთი!!!

 

ეს არის ყველაზე სწორი ფორმულა, რაც მუშაობს!  სამწუხაროდ, რა თქმა უნდა!!!

 

და ბოლოს!  ის „დინამო“, ჩვენ ყველას რომ გვახსოვს და ნოსტალგია გვაქვს,  ეჯიბრებოდა კიევის „დინამოს“, „სპარტაკს“, „ზენიტს“  და ა.შ. ეს „დინამო“ ეჯიბრება იმას, ვისაც ეჯიბრება, თანაც ცარიელ სტადიონზე! სწორედ ამიტომაც აკადემიის აღზრდილ ახალგაზრდას არ სურს საქართველოში გაჩერება და მიაღწევენ თუ არა შესაბამის ასაკს, გარბიან ქვეყნიდან!!!“ - წერს ირაკლი იაშვილი.

 

 

big_banner
არქივი