logo_geo
არჩილ გამზარდია: „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებისადმი სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს!
- +

27 მარტი. 2017. 22:33



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1. გარე ვაჭრობა არ უნდა მიმდინარეობდეს, ამას მიშას დროსაც ვეთანხმებოდი. სახელმწიფოს სასურველია ჰქონდეს ნება, რომ მათ მაქსიმალურად გაუადვილოს ადაპტაცია და შესაბამის სავაჭრო სივრცეებში ინტეგრაცია.

 

2. „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებისადმი სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს, ყველა პრეტენზია მხოლოდ გამქირავებელთან ან საკუთარ თავთან უნდა იყოს, რადგან სამართლებრივად სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს ანაზღაუროს ორ კერძო სუბიექტს შორის გარიგებიდან რომელიმე დაზარალებული, რისკებს კი დაზღვევა აღადგენს. სახელმწიფოს სასურველია ჰქონდეს ნება, რამდენადმე შეეწიოს დაზარალებულებს არსებული რესურსებიდან გამომდინარე.

 

3. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას გარკვეული ნომინალური სტანდარტი, რომლის დაცვის გარეშეც გამქირავებელი ვერ გააქირავებს ფართს, რათა არ მოხდეს ის, რაც ადრე მოხდა „საბაში", შემდეგ „ბავშვთა სამყაროში" და ა.შ. რაც შეეხება დაზღვევას, თუ დამქირავებელი არ დააზღვევს, მაშინ პასუხისმგებლობას სხვას ნუ დააკისრებს.

 

მაგ ლოგიკით, შარშან აგარაკზე კაკლის ყვავილი გამიყინა გვიანმა ყინვამ და მოსავალი ვერ მივიღე, მაშინ მეც მეკუთვნის თურმე ანაზღაურება - ცხადია, ეს არასწორი მიდგომაა.

 

4. სახელმწიფომ გონივრული პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების საკითხზე. სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს ერთი ჯგუფისათვის მეორისადმი უსამართლობის ხარჯზე, ბიუჯეტში ყველა ჩვენგანის ფულია და სუბსიდირება ნიშნავს, რომ ჩვენ ამგვარი „ანაზღაურებების" მონაწილეები ვხდებით, ამიტომ განმარტებული უნდა იყოს, რატომ და სოციალურ სამართლიანობაზე იყოს აგებული", - წერს გამზარდია.


 

big_banner
არქივი