logo_geo
„კუპატას“ ღვიძლის გაცხიმოვნება დაუდგინა – „ნუ შეუქმნით საფრთხეს მის ჯანმრთელობას!“
- +

30 სექტემბერი. 2020. 00:00

 

 

ყველასთვის საყვარელს ოთხფეხა მეგობარს „კუპატას“ ღვიძლის გაცხიმოვნება დაუდგინა. ამის შესახებ მისი ვეტირინარი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს „კუპატას“ მკურნალობის პირველი დღეა. ღვიძლის გაცხიმოვნება აქვს და წონის პრობლემა, ამიტომ დღეს საჩუქარი დაიმსახურა ხალხის რჩეულმა და გიორგი ექიმმა 1 ტომარა საუკეთესო ხარისხის ის დიეტური საკვები აჩუქა.

 

ვინაიდან პრობლემები არასწორი კვების ბრალია გთხოვთ გაითვალისწინოთ და „კუპატას“ მკაცრ რაციონს ნუ დაარღვევთ!! ნუ შეუქმნით საფრთხეს მის ჯანმრთელობას!!!

 

პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას „კუპატას“ ჯანმრთელობის შესახებ“, – წერს ვეტირინარი.

 

 

big_banner
არქივი