ნინო ქადაგიძე-ჟვანია: სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით
-
+
30 სექტემბერი. 2020. 23:17
ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, – ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს;
“წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით. ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა“, - წერს ნინო ჟვანია.