logo_geo
მანჩო გიორგობიანი: რომ შემეძლოს კორონას ყველას მაგივრად დავიმართებდი ...
- +

1 ოქტომბერი. 2020. 22:37

 

„საკუთარ თავს თუ არ უფრთხილდებით და ფიზიკურად ძლიერი ხართ, სხვა – სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები მაინც შეგეცოდოთ“, – ამ შინაარსის პოსტს სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

გიორგობიანი საზოგადოებას ყველა დაწესებული რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

 

„გეყოთ იმდენი კულტურა, რომ ელემენტარული წესები, რაც დადგენილია, შეასრულოთ და დიახ! როდესაც ორივე ადამიანს უკეთია პირბადე და დაცული აქვთ დისტანცია, გადადების შანსი ნაკლებია! – არ დამიწყოთ უაზრო კამათი! – ბევრად ნაკლები შანსია თან! ჰოდა, შეამცირეთ ეს შანსები, ძნელია?!..

 

სხვათა შორის, არც ჯანმრთელებისთვის ყოფილა იოლი გადასატანი დღეს ვუსმინე ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკას, რომელმაც აღიარა, რა მწარედ შემომიტრიალდა რაც ვიმაიმუნეო.. ორივე ფილტვის ანთებით და საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ხალხი არ დაეზაფრა..

 

აი, დედას ვფიცავარ, რომ შემეძლოს, თქვენ, ყველას მაგივრად დავიმართებდი და გადავცურავდი სტიქს, ან ჩავყვინთავდი ლეთეში… ოღონდ თქვენ არ წუხდებოდეთ, არ წუწუნებდეთ… მოვიკიდებდი და წავიღებდი მოუსავლეთში ამ თქვენ ავადმყოფობებს, მაგრამ რომ არ გამომდის, რა გავაკეთო?!“, – წერს გიორგობიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი