logo_geo
პაატა ქურდაძე: ქართული მედიისთვის არაფერი არ იცვლება...
- +

25 ნოემბერი. 2016. 04:35


მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ქართული მედიისთვის არაფერი არ იცვლება. ზუსტად ორმოცი წუთი პარლამენტში კომისიების დაკომპლექტების შესახებ დეტალურ ნიუანსებს გადმოსცემენ იმედის ქრონიკაც" და საზოგადოებრივი არხის მოამბეც".  კურიერი" ცხრაზე იწყება - მის ყურებას საერთოდ არ აქვს აზრი...

 

...და ამას ახალი ამბების გამოშვებები ქვია (ძირძველი" ქართულით - ნიუსები").

 

საპარლამენტო კი არა ბერძნული ღმერთების უმრავლესობის ჩარევის შემთხვევაშიც იგივე მარაზმი გაგრძელდება ქართულ მედიაში.

 

იმ გროტესკულ მუშტიკრივზე სანაიასთან ლაპარაკიც არ ღირს... თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ასეთი სამარცხვინო კადრები არხის პოლიტიკის პასუხისმგებლობაა და არა ჩხუბის მონაწილეების",- წერს ქურდაძე. 

 

 

 

 

big_banner
არქივი