logo_geo
სანდრო ბრეგაძე: არ ხურავთ ღამის კლუბ „ბასიანს“ და ღამის კლუბ „გალერის“?!
- +

28 მარტი. 2017. 11:10



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არ ხურავთ ღამის კლუბ „ბასიანს" და ღამის კლუბ „გალერის"? მთელმა თბილისმა იცის და ამბობს, რომ იქ მასობრივად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები, ზედოზირებით გარდაიცვალა რამდენიმე ახალგაზრდა და არის ლგბტ გარყვნილების ბუდე. ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი - მიდით, დახურეთ და ბარიგები დააპატიმრეთ, მიდით!" - წერს ბრეგაძე.


აქვე სანდრო ბრეგაძე წერს, რომ „ბასიანი" ერთ-ერთი მინისტრის საკუთრებაა:


„მივმართავ ჟურნალისტებს! გთხოვთ, გაარკვიეთ,  რომელი მოქმედი მინისტრის ოჯახის საკუთრებაა ღამის კლუბი „ბასიანი", სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები. მერწმუნეთ, ამის გარკვევა არაა ძნელი და პროფესიონალი ჟურნალისტი 1-2 საათში მოიპოვებს დამამტკიცებელ საბუთებს!

 

- ვიმეორებ, მოქმედი მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა!" - წერს ბრეგაძე.


აქვე სანდრო ბრეგაძე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს:


„მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ბატონო ბიძინა, ვიცი, რომ ვერ იტანთ ნარკომანიას. ზუსტად ვიცი, რომ ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და გიმალავენ. ამიტომ, მე მოგაწვდით ინფორმაციას. კლუბი „ბასიანი", სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები, სადაც წამლავენ ახალგაზრდებს, სადაც იხოცებიან პატარა ბავშვები, სადაც ყვავის ლგბტ პროსტიტუცია - კონფიდენციალურმა წყარომ მომაწოდა ეს ინფორმაცია. ამავე სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული „პრიტონი" ეკუთვნის სახელმწიფოს ახლანდელი ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის ოჯახს, „ნაცების" (მერაბიშვილის ცოლის სამეგობროს) ბომონძღს და ლგბტ დაჯგუფებას. ეს ყველაფერი ხდება თბილისის ცენტრში, „დინამოს" სტადიონთან. ჩემი წყაროსი თუ არ გჯერათ, გააგზავნეთ თქვენი ერთგული ხალხი და თავად დარწმუნდებით ამაში. ეს გახლავთ ქართველი ერის გენოციდი, ქართველი ერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც წარმატებით ხორციელდება! მომავალ თაობას შველა სჭირდება, თორემ დახოცეს ამ „ბარიგებმა" ჩვენი შვილები!

 

P.S. ამ ინფორმაციის გამჟღავნებით ისიც ვიცი, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებ და პროვოკაციას აუცილებლად მომიწყობენ, მაგრამ ჩვენი შვილების გადასარჩენად ღირს თავგანწირვა!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

big_banner
არქივი